სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირთადი ფუნქციებია:
 
  • სამართალშემოქმედებითი საქმიანობა - სამართლის ცალკეულ სფეროებში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში მიმდინარე სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია;
  • სამართლის ცალკეული დარგების განვითარების პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით მათი მხარდაჭერა;
  • კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია, სამინისტროს საპარლამენტო  მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
  • სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ურთიერთობის კოორდინაცია;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენა;
  • სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ხელშეწყობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მხრიდან გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, აგრეთვე ზოგადად იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესის კოორდინაციის თვალსაზრისით;
  • სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი კუთხით შემოწმება და ვიზირება.
 
 
გარდა ზოგადი ფუნქციებისა, ქვემოთ ჩამოთვლილია ის კონკრეტული ძირითადი პროექტები/აქტივობები, რომლებზეც  დეპარტამენტი ამ დროისთვის მუშაობს
  • კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭო შექმნა, მისი საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა, კერძო სამართლის ცალკეული მიმართულებების რეფორმირების თაობაზე  (მათ შორის, იპოთეკის ხელშეკრულებებთან, სამეწარმეო და გაკოტრების სფეროსთან, არბიტრაჟის ინსტიტუტთან დაკავშირებული და სხვა საკითხები) შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავებასა და კანონპროექტების მომზადებაში მონაწილეობა, კერძო სამართლის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის კოორდინაცია.
  • ნორმატიული აქტების სახელმძღვანელოს შექმნაზე მუშაობა.
  • სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების სამართლებრივი მხარდაჭერა:
  • მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა (I და II ეტაპები);
  • შრომის კანონმდებლობის რეფორმის ხელშეწყობა;
  • ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური პრინციპის განსამტკიცებლად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმის ხელშეწყობა;
  • სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის გადასინჯვის პროცესში მონაწილეობა;
  • საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი ნაწილის გადასინჯვა;
  • ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა და სამართლებრივი მხარდაჭერა.