სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობისას საქართველო ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს [რომის] სტატუტითა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით.

ეროვნული კანონმდებლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.  მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს აქვს მინიჭებული მანდატით, საქართველოს სახელით ურთიერთობა აწარმოოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო:
 
 წარმოადგენს კომუნიკატორს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და საქართველოს სხვა სამთავრობო უწყებებს/ორგანოებს შორის;

 მართავს მოლაპარაკებებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

 ასრულებს/აღასრულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნას//განჩინებას/გადაწყვეტილებას ან მეთვალყურეობას უწევს მათ სათანადო შესრულებას/აღსრულებას;

უფლებამოსილია (საქართველოს მთავარ პროკურატურასთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ) გაასაჩივროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობა;

იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მოთხოვნილი პირის დაკავებაზე იმ 48 საათის განმავლობაში, სანამ ამ პირის საკითხი განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიას;

 ითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან იმ ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც გათვალისწინებულია მოცემული კანონით.

ნებისმიერი უწყება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამავლობით გადაეცემათ Iჩჩ-ის თხოვნა, ვალდებულია უზრუნველყოს მისი შესრულება სტატუტითა და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.