ჰააგის კერძო სამართლის კონფერენცია არის გლობალური, მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 81 წევრ ქვეყანას (მათ შორის არიან 80 წევრი ქვეყანა და  ევროკავშირი), რომელიც ეხმარება სახელმწიფოებს სამართლებრივი სისტემების ურთიერთ-კოორდინაციაში. კონფერენციის არა-წევრი სახელმწიფოები ასევე ხშირ შემთხვევაში უერთდებიან ჰააგის კონვენციებს. ასეთი ქვეყნების რიცხვმა 145-ს გადააჭარბა.

საქართველო ჰააგის კერძო სამართლის კონფერენციის წესდებას შეუერთდა 2000 წლის 3 მაისს, პარლამენტის N275 –  II-ს დადგენილების საფუძველზე. კონფერენციის წესდებით განსაზღვრული მიზანია, რომ მოახდინოს საერთაშორისო კერძო სამართლის წესების „პროგრესული უნიფიკაცია“. ეს მოიცავს საერთაშორისო შეთანხმებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოთა იურისდიქცია, გამოსაყენებელი სამართალი, გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება სხვადასხვა სფეროებში, როგორც კომერციულ და საბანკო საქმეებში, ასევე ბავშვთა დაცვის და საოჯახო საკითხებზე.

აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი ასრულებს ჰააგის კერძო სამართლის კონფერენციის ცენტრალური ორგანოს ფუნქციებს შემდეგ კონვენციებზე:
  • ჰააგის 1980 წლის ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ კონვენცია
  • ჰააგის 1996 წლის იურისდიქციის, გამოსაყენებლი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ მშობლების პასუხისმგებლობისა და ბავშთა დაცვის ზომების შესრულების შესახებ კონვენცია
 
დამატებითი ინფორმაცია ჰააგის კონფერენციის, მისი წევრების და ინსტრუმენტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ მისამართზე: https://www.hcch.net/en/about
ჰააგის კონფერენციის სტატუტი