წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) წარმოადგენს მნიშვნელოვან აქტორს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის კუთხით, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაარსდა 1863 წელს და მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს შეიარაღებული კონფლიქტის დროს მსხვერპლთა დაცვა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, თავისი ბუნებით, არის არასახელმწიფოთშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობებში ის გვევლინება საერთაშორისო სამართლის სრულფასოვან სუბიექტად.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
  • ჰუმანურობა;
  • მიუკერძოებლობა;
  • ნეიტრალიტეტი;
  • დამოუკიდებლობა;
  • ნებაყოფლობითი (მოხალისეობაზე დაფუძნებული) სამსახური;
  • ერთიანობა;
  • უნივერსალურობა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროსთან ჰუმანიტარული სამართლის სფეროში საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის წევრს, დამკვირვებლის სტატუსით.