საქართველო 1995 წლის 14 თებერვალს შეუერთდა ,,ბავშვების გატაცებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო ასპექტების შესახებ" 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციას, რომელიც ძალაში შევიდა 1997 წლის 1 ოქტომბერს. საქართველომ ზემოაღნიშნული კონვენციიდან  გამომდინარე, აიღო ვალდებულება ითანამშრომლოს ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ უწყებებთან ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა: ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებული გარემოებების აღმოჩენა, პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტა, ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული და სასამართლო პროცედურების განხორციელება და ინფორმაციის გაცვლა კონვენციის მიზნებთან დაკავშირებით.

ამასთან, ცენტრალურ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი, რომელიც უფლებამოსილია კოორდინაცია გაუწიოს ,,ბავშვების გატაცებასთან დაკავშირებული სამოქალაქო ასპექტების შესახებ" 1980 წლის კონვენციის ეფექტურ იმპლემენტაციას და კონვენციით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად ცალკეული სახის ღონისძიებების გატარებას.


აღნიშნულ სფეროში მოქმედი კანონმდებლობა:
 
ბავშვთა საერთაშორისო გატაცება:
 
თუ თქვენ გაინტერესებთ ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომელიც გამოიყენება ბავშვთა გატაცების შემთხვევაში ისარგებლეთ  მოქალაქეთათვის განკუთვნილი ინფორმაციის განყოფილებაში.
 საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: გორგასლის ქუჩა # 24, 0133, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: 40 57 68
ელ. ფოსტა: intlawdep@justice.gov.ge