სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.013.984
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №236
2009 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №65 ბრძანება;
ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №311 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ადეიშვილი
 
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 26 იანვრის ბრძანება №16-სსმ III, №8, 26.01.2010წ; მუხ.80
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის ბრძანება №133-სსმ III, №85, 14.07.2010წ; მუხ.1233
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №217-სსმ III, №153, 24.11.2010წ; მუხ.2178
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 5 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №76 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.
6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 18 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 18.04.2013 წ.
 
 
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
    მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
    მუხლი 2
დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
    მუხლი 3
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით.
    მუხლი 4
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
    მუხლი 5
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
    მუხლი 6
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
დ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებათა წარდგენა;
ე) ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენა;
ზ) (ამოღებულია - 18.04.13 №24);
თ) თვითმმართველი ერთეულების რეესტრის წარმოება;
ი) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;
კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ლ) მინისტრის სათათბირო ორგანოს - კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 5 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №76 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 18 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 18.04.2013 წ.
    მუხლი 7
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება სამართლის ცალკეულ სფეროებში;
ბ) სამართალშემოქმედებითი მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგადი პრინციპების შემუშავება;
გ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების პრობლემატიკის, აგრეთვე სამართლის ცალკეული დარგების განვითარების პერსპექტივების შესწავლა;
დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი;
ე) ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესწავლა და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება, მათი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ზ) მინისტრის, ან უფლებამოსილების განაწილების მიხედვით, მინისტრის მოადგილის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროსათვის განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
თ) (ამოღებულია - 18.04.13 №24);
ი) თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაცია;
1)   განახორციელოს სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;
2) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სათანადო სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებებიდან შესაბამისი მონაცემების გამოთხოვა, მათი დამუშავება და მიღებული ინფორმაციის განმცხადებლისათვის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3) მინისტრის სათათბირო ორგანოს - კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა, კერძო სამართლის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის კოორდინაცია;
კ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 5 აპრილის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 05.04.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №76 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 18 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 18.04.2013 წ.
 
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა
    მუხლი 8
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველო;
ბ) კერძო სამართლის სამმართველო;
გ) (ამოღებულია);
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია - 18.04.13 №24);
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 26 იანვრის ბრძანება №16-სსმ III, №8, 26.01.2010წ; მუხ.80
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №217-სსმ III, №153, 24.11.2010წ; მუხ.2178
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 18 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 18.04.2013 წ.
    მუხლი 9
1. საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს საჯარო და სისხლის სამართლის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს საჯარო და სისხლის სამართლის სფეროს მიკუთვნებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენას, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს;
გ) შეისწავლის საჯარო და სისხლის სამართლის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს სათანადო წინადადებებს და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;
1) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციას;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კერძო სამართლის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს კერძო სამართლის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ბ) უზრუნველყოფს კერძო სამართლის სფეროს მიკუთვნებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენას, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს;
გ) შეისწავლის კერძო სამართლის სფეროში ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს სათანადო წინადადებებს და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;
1) მინისტრის სათათბირო ორგანოს - კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ანალიტიკური მხარდაჭერის მიზნით, მონაწილეობს საბჭოსა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, შეიმუშავებს კერძო სამართლის ცალკეული მიმართულებების რეფორმირების თაობაზე შესაბამის წინადადებებს/რეკომენდაციებს, განსაზღვრავს პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გზებსა და ძირითად მიმართულებებს და ამზადებს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტებს.
დ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია - 18.04.13 №24);
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 26 იანვრის ბრძანება №16-სსმ III, №8, 26.01.2010წ; მუხ.80
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის ბრძანება №133-სსმ III, №85, 14.07.2010წ; მუხ.1233
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №217-სსმ III, №153, 24.11.2010წ; მუხ.2178
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 18 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 18.04.2013 წ.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
    მუხლი 10
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
    მუხლი 11
1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირებას;
ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
მ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
    მუხლი 12
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორის მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
    მუხლი 13
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
5. (ამოღებულია - 18.04.13 №24);
6. (ამოღებულია).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 26 იანვრის ბრძანება №16-სსმ III, №8, 26.01.2010წ; მუხ.80
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის ბრძანება №133-სსმ III, №85, 14.07.2010წ; მუხ.1233
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 18 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 18.04.2013 წ.
    მუხლი 14
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს მრჩევლები;
ბ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის ბრძანება №133-სსმ III, №85, 14.07.2010წ; მუხ.1233