ადმინისტრაციის მიზნები და ფუნქციები:
  • მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;
  • სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან ურთიერთობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;
  • სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია;
  • მინისტრის საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია;
  • სამინისტროს საქმიანობის პროტო­კოლური უზრუნველყოფა;
  • მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა;
  • სამინისტროში და სსიპ „სმართ ლოჯიქში“ ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია;
  • მინისტრის ბრძანებების (გარდა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებებისა) რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
  • არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, არქივის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;
  • „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმიანობის წარმართვა, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დადგენა;
  • სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
  • სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
     
 
ადმინისტრაციის შემადგენლობა:
  1. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
  2. საქმისწარმოების სამმართველო.