სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.027.014.832
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №127
2010 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №235 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
 
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №188 - ვებგვერდი, 20.12.2012 წ.
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) (შემდგომში – ადმინისტრაცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2
ადმინისტრაცია არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3
ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4
ადმინისტრაცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5
ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
ადმინისტრაციის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 6
ადმინისტრაციის ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა;
დ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
ე) სამინისტროში, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ  – ,,სმართ ლოჯიქში“ (შემდგომში – ,,სმართ ლოჯიქი“) დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
ვ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა;
ზ) სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და ,,სმართ ლოჯიქის“ მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
თ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ი) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
კ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
ლ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
მ) სამინისტროსთვის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №188 - ვებგვერდი, 20.12.2012 წ.
 
მუხლი 7
ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;
ბ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
გ) მინისტრის სახელზე შემოსული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასალებისა და ინფორმაციის მინისტრისათვის ოპერატიულად მოხსენება;
დ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის აპარატთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;
ე) მინისტრის საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია;
ვ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია;
ზ) მოქალაქეთა საჩივრების განხილვა, სამინისტროს სისტემაში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება, მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება, რომელთა განხილვაც სცილდება სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;
თ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების ორგანიზაციული მხარის მოწესრიგების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს მთარგმნელობითი საქმიანობით უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროში, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ,,სმართ ლოჯიქში“ ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და დროულად მიწოდება სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის და ,,სმართ ლოჯიქის“ ხელმძღვანელობისთვის;
ლ) დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულებაზე, ასევე სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ,,სმართ ლოჯიქის“ სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება და შედეგების თაობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობის ინფორმირება, ხოლო დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის აღმოჩენისას სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ,,სმართ ლოჯიქის“ ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი ზომების მისაღებად;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების (გარდა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებებისა) რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
ნ) სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და „სმართ ლოჯიქის“ საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება, სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ,,სმართ ლოჯიქის“ სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორესა და მათი არქივისათვის გადაცემაზე, აგრეთვე არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემა;
ო) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის“ შესაბამისად, საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
პ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
ჟ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
რ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
ს) „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმიანობის წარმართვა, შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ასახვა ბიბლიოთეკის საცნობარო-საძიებო საშუალებებში, აგრეთვე ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დადგენა;
ტ) სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კონტროლი.
უ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
ფ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
ქ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
ღ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
ყ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
შ) სამინისტროს საქმიანობის პროტო­კოლური უზრუნველყოფა;
ჩ) უმაღლესი დონის სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამარ­თვა;
ც) საზღვარგარეთის ქვეყნების იუსტიციის მინის­ტრე­ბის, გენერალური პროკურორების, მათი მოადგილეების, საგანგებო და სრულუფლე­ბი­ანი ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვა­ნე­ლე­ბისა და მათი წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების (შეხვედრების), აგრეთვე საქარ­თვე­ლოს მაღალი დონის დელეგაციების, საქართველოს იუსტიციის მი­ნის­ტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების (შეხვედრების) ორგა­ნიზება;
ძ) საქართველოში სხვა სახელმწიფოთა ოფიციალური წარ­­მომადგენლობებისა და სა­ერ­თაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების თანამშრო­მლებთან, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორ­პუს­თან მუშაობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;
წ) სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, აგრეთვე მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 21.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №188 - ვებგვერდი, 20.12.2012 წ.
თავი III
ადმინისტრაციის სტრუქტურა
მუხლი 8
ადმინისტრაციაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
გ) საქმისწარმოების სამმართველო;
დ) (ამოღებულია - 20.12.12 №188);
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №188 - ვებგვერდი, 20.12.2012 წ.
 
მუხლი 9
1. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ა“–„ი“ და „შ“–„ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
2. (ამოღებულია - 20.12.12 №188);
3. საქმისწარმოების სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „კ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
4. საქმისწარმოების სამმართველოს აქვს მრგვალი ბეჭედი, სამინისტროს და საქართველოს მთავარი პროკურატურის ფერადი გერბიანი ბეჭდები, სამინისტროს და საქართველოს მთავარი პროკურატურის გერბიანი ბეჭდები და შტამპი.
5. (ამოღებულია - 20.12.12 №188);
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №188 - ვებგვერდი, 20.12.2012 წ.
თავი IV
ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 10
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი.
2. ადმინისტრაციის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 11
1. ადმინისტრაციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს ადმინისტრაციის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს ადმინისტრაციის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
დ) აკონტროლებს ადმინისტრაციის მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) ანგარიშს წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ;
ზ) წარუდგენს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ადმინისტრაციის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, ადმინისტრაციის მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად;
ი) პასუხისმგებელია ადმინისტრაციაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი გარემოების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეების მიღებას;
ლ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12
1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს ადმინისტრაციის უფროსი.
3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს ადმინისტრაციის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს ადმინისტრაციის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ადმინისტრაციის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
4. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსისა და მინისტრის წინაშე.
5. ადმინისტრაციის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 13
1. ადმინისტრაციაში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ადმინისტრაციის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსი სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.
მუხლი 14
1. ადმინისტრაციაში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) მინისტრის მრჩეველი;
ბ) მინისტრის თანაშემწეები;
გ) მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეები;
დ) სამმართველოს მრჩევლები;
ე) სამმართველოს სპეციალისტები;
ვ) ადმინისტრაციის სპეციალისტები.
2. ადმინისტრაციის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის თანაშემწეს მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს.
4. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწეები თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
5. ადმინისტრაციის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
6. ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 15
ადმინისტრაციის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.