პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია. დეპარტამენტი 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა და პასუხისმგებელია სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებაზე.
დეპარტამენტის ფუნქციაა:
  • განახორციელოს ისეთი პროექტები, რომლებიც გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და აამაღლებს საზოგადოების მართლშეგნებას;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება;
  • პრესღონისძიებების, მათ შორის, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრესტურების, ღია კარის დღეების, მიღებების, პრეზენტაციებისა და სხვა ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;
  • უწყების მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების, საქმიანობისათვის საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;
  • მასმედიის ანალიზი  ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; 
  • მიზნობრივ ჯგუფებთან კომუნიკაცია;
  • ცალკეული პროექტისა და პროგრამისათვის პიარსტრატეგიის შემუშავება,  განხორციელება და მონიტორინგი;
  • სამინისტროს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მონიტორინგი;