გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის უნივერსალური სისტემის კონტექსტში, ფუნქციონირებს უფლებათა დაცვის არაერთი საზედამხედველო ორგანო და მექანიზმი, რომლებიც მოიცავს ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმი,  ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოები, სპეციალური პროცედურები. დეტალური ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაერო-ს როლისა და მანდატის შესახებ მოცემულია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

საქართველოსთან მიმართებით ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლებამოსილება გააჩნიათ შემდეგ სახელშეკრულებო ორგანოებს:
 
ადამიანის უფლებათა კომიტეტი;
ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი;  
წამების წინააღმდეგ კომიტეტი;
რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი;
ბავშვის უფლებათა კომიტეტი.

კომიტეტების მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხილული საქმეები:
 
შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ
(ადამიანის უფლებათა კომიტეტი);
X და Y საქართველოს წინააღმდეგ (ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თარგმანი);