საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 1 9 2

2010 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 23.05.2012 წ.

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის № 541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 23.05.2012 წ.

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ოქტომბრიდან.

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის  ბრძანება №199-სსმIII,№ 137,25.10.2010წ.,მუხ.1987

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის ბრძანება №8 3 - ვებგვერდი, 23.05.2012 წ.

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 23.05.2012 წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას, სტრუქტურას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 23.05.2012 წ.

    მუხლი 2

დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 3

დეპარტამენტი თავისი ამოცანების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით და პრინციპებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სახელმწიფო ვალის შესახებ, გრანტების შესახებ, საერთაშორისო კერძო სამართლის, საინვესტიციო საქმიანობის და არბიტრაჟის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 4

დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

    მუხლი 5

დეპარტამენტის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მინისტრი და დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე.

თავი II

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 6

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის , საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;

) საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნის გაცემა ;

) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით იმ სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების (გარდა ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და , რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;

დ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასათან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;

ე) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება) და შესაბამისი დასკვნის გაცემა ;

ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე წინადადებების შემუშავება , სამართლებრივი დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე მათი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;

ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებები , მათ შორის , სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესა ხებ საერთაშორისო ხელშეკრულებები ს პროექტების მომზადება;

1) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

2) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;

3) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

4) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

5) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

6) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;

თ) მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის სხვა დავალებებ ის შესრულება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №7 7 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №121 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.

 

მუხლი 61

ამ დებულების მე-6 მუხლის „ზ1“-„ზ6“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესარულებლად დეპარტამენტი:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებიდან გამომდინარე სასამართლო დავებზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან გამოითხოვს სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ მათ ხელთ არსებულ საქმის მასალებსა და ინფორმაციას;

ბ) სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან, რომლის მიმართაც ხორციელდება სასამართლო საქმისწარმოება, მოითხოვს წარმომადგენლის მონაწილეობას სასამართლო პროცესთან დაკავშირებული მასალების დამუშავებასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში, აგრეთვე მის დასწრებას სასამართლო სხდომაზე;

გ) საჭიროების შემთხვევაში, პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, მოითხოვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან, რომლის მიმართაც ხორციელდება სასამართლო საქმისწარმოება, სასამართლო პროცესში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფას;

დ) წერილობითი ფორმით იღებს ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ დეპარტამენტის უშუალო მონაწილეობის გარეშე წარმოებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით;

ე) მინისტრს წარუდგენს სასამართლო პროცესზე სამინისტროს წარმომადგენლის კანდიდატურას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ სამინისტროსათვის მიმართვის შემთხვევაში ეცნობა საქმის მასალებს, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს დამატებით დოკუმენტაციას და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობას სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება; სამართალწარმოების პროცესში განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს შესაბამის დაწესებულებასთან წინასწარი შეთანხმებით, კოორდინირებულ მოქმედებას;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №7 7 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები

    მუხლი 7

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი , რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 8

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ამ დებულებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს;

ბ) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს და ფუნქციებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ებ სა და სხვა მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სხვა თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ვ) ახდენს დეპარტამენტში განხილული დოკუმენტების ვიზირებას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების გადაწყვეტის მიზნით;

ი) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შეს ხებ;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილ ეები ს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ლ) მინისტრსა და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელების თაობაზე;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №7 7 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.

    მუხლი 9

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე , რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №7 7 - ვებგვერდი, 17.05.2012 წ.

    მუხლი 10

1. დეპარტამენტ ში საჯარო სამსახურს ეწევიან დეპარტამენტის მრჩევლები .

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის  ბრძანება № 199-სსმIII,№ 137, 25.10.

2010წ.,მუხ.1987