საწყისი გვერდი >
აჭარის იუსტიციის დეპარტამენტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
იუსტიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სარეკომენდაციო
ხასიათის დასკვნების მომზადება უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან
მათი შესაბამისობის თაობაზე;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების რეგისტრაცია ნორმატიული აქტების
სახელმწიფო რეესტრში;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა უპირატესი
იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების
საქმიანობის კოორდინაცია;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რეესტრის წარმოება.
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სანოტარო წესით დამოწმებული ან
დადასტურებული, საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაციის უზრუნველყოფის
მიზნით, შესაბამისი დოკუმენტების მიღება, სალეგალიზაციოდ მომზადება და სამინისტროს
ნოტარიატის დეპარტამენტისათვის წარდგენა;
ზ) სამინისტროს ნოტარიატის დეპარტამენტის მიერ ლეგალიზებული დოკუმენტების კანონით
განსაზღვრულ ვადაში დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა.
დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და
რეგისტრაციის სამმართველო;
ბ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების
კოორდინაციის განყოფილება;
გ) სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილება.
ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და
რეგისტრაციის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მინისტრების ნორმატიული
აქტების პროექტებზე სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნების მომზადებას, უპირატესი
იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის თაობაზე;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მის
კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის
ხელმისაწვდომობას;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების რეგისტრაციას ნორმატიული
აქტების სახელმწიფო რეესტრში და ბეჭდვითი და ელექტრონული წესით ნორმატიული აქტების
დარგობრივი კლასიფიკატორის მიხედვით სისტემატიზაციას;
დ) ნორმატიული აქტების ბეჭდვითი ეგზემპლარების საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანას;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების
სამართლებრივ ექსპერტიზას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან
მიმართებაში;
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების კოორდინაციის განყოფილება
უზრუნველყოფს:
ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული
ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას და მათი მუშაობის შესახებ სამინისტროს
ხელმძღვანელობის ინფორმირებას;
ბ) ტერიტორიული ორგანოების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას; ანალიტიკურ და
ორგანიზაციულ მხარდაჭერას;
გ) სამინისტროს პოლიტიკის გატარებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განთავსებულ
სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში.
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ და სანოტარო წესით
დამოწმებულ ან დადასტურებულ, საზღვარგარეთ წარსადგენ სალეგალიზაციო დოკუმენტთა
მიღებას და სალეგალიზაციოდ მათ მომზადებას;
ე) განცხადების წარდგენიდან 5-დღიან ვადაში დაინტერესებულ პირთათვის ლეგალიზებული
დოკუმენტების გადაცემას.
სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ”
,,საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ
გამოცემული ნებართვების სახელმწიფო რეესტრში შეტანას.
დეპარტამენტის საშტატო შემადგენლობაში არიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) სამმართველოს უფროსი;
გ) განყოფილების უფროსები;
დ) დეპარტამენტის მრჩევლები;
ე) დეპარტამენტის სპეციალისტები.
დეპარტამენტის მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხს კანონმდებლობით
დადგენილი წესით წყვეტს მინისტრი.
დეპარტამენტის საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
|