ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სამოქმედოს, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.

2006 წლიდან მოყოლოებული  შემუშვებულ იქნა 2006-2007, 2007-2009, 2009-2011, 2011-2012 წლების ერონული სამოქმედო გეგმები.  2013 წლის 13 თებერვალს საბჭოს სხდომზე დამტკიცებულ იქნა 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმა. გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

2013-2014 წლების ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა შემუშვებულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით. სამოქმედო გეგმა ეყრდნობა იმ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა, ადამიანით ვაჭრობის, პრევენცია, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვა/დახმარება, ტრეფიკინგის დანაშაულზე ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება და სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

სამოქმედო გეგმა
სამოქმედო გეგმის 6 თვიანი ანგარიში